ჩვენი პროფილი
გურამ რჩეულიშვილის სახელობის საერო მრავალპროფილიანი სკოლა რეცა დაარსდა 1991 ქალაქ რუსთავში და არის პირველი კერძო სკოლა საქართველოში.
სკოლის მთავარ ღირებულებებს, განათლებასთან ერთად წარმოადგენს თავისუფლება და ადამიანური ურთიერთობები.
ჩვენი მოსწავლეები პირველივე კლასიდან ეჩვევიან თავისუფალ აზროვნებას, აზრის გამოთქმას, დამოუკიდებლობას, ურთიერთობებს.
ჩვენი სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელია ის, რომ კურსდამთავრებული მოსწავლეები ისევ ურთიერთობენ სკოლასთან, დადიან ექსკურსიებზე, იცნობენ მოქმედ მოსწავლეებს და მეგობრობენ მათთან.
ასევე სკოლას მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს განათლების სფეროშიც. ჩვენი კურსდამთავრებულების უდიდესი ნაწილი ყოველ წელს აბარებს უნივერსიტეტში, სადაც დიდი წარმატებით აგრძელებს სწავლას, მათ შორის საზღვარგარეთაც. გარდა ამისა დიდი წარმატებით გამოდიან სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებსა და კონკურსებზე, იღებენ დაფინანსებებს და ერთვებიან გაცვლით პროგრამებში.
რეცას ყველაზე ცნობილი ნიშანი არის ჩვენი ექსკურსიები და საზაფხულო ბანაკები, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულები ერთად ვცხოვრობთ, ბავშვები და მოზარდები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, ერთმანეთზე ზრუნვას, პასუხისმგებლობას საკუთარ თავსა, გარშემო მყოფებზე და გარემოზე.